logo
ENG



მეუფე იაკობი: შს მინისტრობისას გახარია ითხოვდა, რომ მღვდლებზე შეეგროვებინათ კომპრომატები

16 სექ 202123:31
3 წუთის საკითხავი
 
მეუფე იაკობი: შს მინისტრობისას გახარია ითხოვდა, რომ მღვდლებზე შეეგროვებინათ კომპრომატები

 მტკიცებით ფორმაში ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ როცა დრო იყო და ვამბობდი, ყურადღება რომ მიექციათ, ალბათ აქამდე არ მივიდოდა საქმე. მე გავაკეთე ადრე განცხადება, რომ მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ითხოვდა მაღალი თანამდებობის პირებიდან, რომ სასულიერო პირებზე, მღვდლებზე, ეპისკოპოსებზე შეეგროვებინათ კომპრომატები. მე ვთქვი ეგ საჯაროდ და მაშინ ძალიან ბევრი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლებიდან, უარყოფდა. ვისაც ავალებდა, რამდენიმემ მითხრა, ვამოწმებდი სხვადასხვა მხრიდან ინფორმაციას და შემდეგ მაგათ სუნთქვას ყველგან ვგრძნობდი.

ფარული მოსმენები დიდი ბოროტებაა, მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა, რომ ვიღაცამ აიღო, მოიპარა და გამოიტანა, რომ გავიდა ტელევიზიებში - ესაა უდიდესი ბოროტება. შეიძლება 3-დან 5%-მდე, ავიღოთ 7% - იყოს სიმართლე ჩანაწერები, დანარჩენები არის დააჯინეს ხალხი და აწერინეს ცნობები და კრებსები. მაგდენი მოსმენა ხო, მანიაკები თუ არ არიან და ძალაუფლება თუ არ გაქვს, გახარიას როგორც ჰქონდა პრემიერობამდე, მასეთი თუ არ გაქვს, ვერ იზამდა. 


close დახურვა